დარწმუნებული ვარ რომ კორონავირუსი მაქვს. ახლა როგორ მოვიქცე?




კარგი ამბებით დავიწყოთ: კორონავირუსით დაავადებული ადამიანების უმეტესობას (81%) მსუბუქი ან საშუალო სიძლიერის სიმპტომები აღენიშნება და გართულებების გარეშე ახერხებენ გამოჯანმრთელებას


დღეისთვის არ არსებობს რომელიმე კონკრეტული წამალი, რომელიც კორონავირუსისგან განგკურნავთ. თუმცა, არსებობს საშუალებები, რომლებიც, დაავადების მსუბუქად მიმდინარეობის შემთხვევაში, გაგიმარტივებთ კორონავირუსის გადატანას და სიმპტომებს შეგიმსუბუქებთ:


        მხოლოდ მაღალი ტემპერატურის და/ან ტკივილების შემთხვევაში, რეკომენდირებულია აცეტამინოფენი  (პარაცეტამოლი); სხვა შემთხვევებში, სჯობს მოერიდოთ სიცხის დამწევ საშუალებებს;
        ხველის საწინააღმდეგო წამლები;
        სითხის დიდი რაოდენობით მიღება;
        დასვენება;
        ბოლოს კი ყველაზე მნიშვნელოვანი - დარჩით სახლში და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს!!!


თუ მიეკუთვნებით მაღალი რისკის  ჯგუფს: ხართ > 60 წლის, ორსული, რომელიმე ქრონიკული დაავადების მატარებელი (მაგ. ჰიპერტენზია, დიაბეტი), გაქვთ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ბოლო 2 კვირის განმავლობაში კონტაქტი გქონდათ დაავადებულ პირთან ან იმოგზაურეთ საზღვარგარეთ , აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს, რათა განიხილოთ კორონავირუსის ტესტის ჩატარების საჭიროება.


გასათვალისწინებელია, რომ კორონავირუსის ინფექციის ზუსტად დადგენა ხდება მხოლოდ ლაბორატორიული ტესტით, რადგან სიმპტომურად ის შეიძლება სხვა ტიპის ვირუსებს ჰგავდეს.


დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვთავაზობს პრევენციულ ღონისძიებებს იმისათვის, რომ დავიცვათ სხვები და შევამციროთ ვირუსის გავრცელება:


        იყავით თვითიზოლაციაში და იქონიეთ მუდმივი კონტაქტი პირად ექიმთან

        მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს (შეგიძლიათ გამოყოთ ოთახი, სადაც მხოლოდ თქვენ იქნებით და თუ შესაძლებელია ისარგებლოთ ცალკე სააბაზანოთი)

        თუ დაინფიცირებული ვერ ახერხებს ნიღბის გამოყენებას, მაგალითად, იმ მიზეზით, რომ, უჭირს სუნთქვა, აუცილებელია დაავადებულის მომვლელმა გაიკეთოს ნიღაბი, ხოლო ოჯახის სხვა  წევრები მოერიდონ კონტაქტს

        ხველისა და ცემინების დროს, ცხვირსა და პირზე აიფარეთ ხელი, ამისათვის გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი

        გულმოდგინედ  დაიბანეთ ხელები სულ ცოტა  20 წამის  განმავლობაში

        არ გაუზიაროთ პირადი მოხმარების ნივთები და ჭურჭელი ოჯახის წევრებს

        ხშირად გაწმინდეთ და სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეთ ყოველდღიური მოხმარების ნივთები და ხშირად მოხმარებადი საგნების ზედაპირები


ყურადღებით დააკვირდით თქვენს სიმპტომებს! თუ გრძნობთ რომ მდგომაროება უარესდება, აუცილებლად წინასწარ  დაუკავშირდით ექიმს და შემდგომ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას!


წყარო:

Comments

Popular posts from this blog

COVID-19 და რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორები

რატომ, როგორ და რით დავიბანოთ ხელები?

რამდენი ხანი ძლებს კორონავირუსი ზედაპირებზე?