გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმის გადასხმა, როგორც COVID-19-ის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი
 
     კორონავირუსით  გამოწვეული  პანდემია  თანამედროვე  სამყაროს  უმნიშვნელოვანესი  გამოწვევაა . მეცნიერები  და  ექიმები  ძალ - ღონეს  არ  იშურებენ , რათა  მის  დასამარცხებლად  ეფექტიანი  სტრატეგია  შეიმუშავონ . აქედან  ერთ - ერთი  მიდგომა  დაავადებულთათვის  ინფექციისგან  უკვე  გამოჯანმრთელებული  ადამიანის  სისხლის  პლაზმის  გადასხმაა .   27 მარტს  ჟურნალში  JAMA Network გამოქვეყნდა  სტატია , რომელშიც  განხილულია  ახალი  კორონავირუსით  (SARS-CoV-2) ინფიცირებული  პაციენტებისთვის  გამოჯანმრთელებული  ადამიანის  სისხლის  პლაზმის  გადასხმის  ეფექტიანობა .    კვლევა  შენჟენში  ( ჩინეთი ), 2020 წლის  20 იანვრიდან  25 მარტამდე   გრძელდებოდა . დაკვირვება  მხოლოდ  5 კრიტიკულად  მძიმე  პაციენტზე  მიმდინარეობდა .    საიდან  გაჩნდა  პლაზმის  გამოყენების  იდეა ?  საქმე  ისაა , რომ  გამოჯანმრთელებული  ადამიანის  პლაზმა  შეიცავს  SARS-CoV-2- ის  წინააღმდეგ  წარმოქმნილ  სპეციფიკურ  ანტისხეულებს  ( იმუნოგლობულინი  G - IgG). ზოგადად , იმუნოგლობულინებით  მკურნალობის  მეთოდი  ახალი  ...