რამდენი ხანი ძლებს კორონავირუსი ზედაპირებზე?



ახალი კორონავირუსი ვრცელდება მაშინ, როდესაც დაინფიცირებული ადამიანი ხველების ან ცემინების შემდეგ, უხილავ წვეთებს აფრქვევს ჰაერში. ეს წვეთები, შესაძლებელია, სხვა ადამიანმა შეისუნთქოს ან მოხვდეს ნებისმიერ ახლოს მდებარე ზედაპირზე. თუ შენ შეეხები ამ ზედაპირს, შემდგომ კი, შენს ტუჩებსა და თვალებს, შესაძლოა, შენც დაინფიცირდე ახალი კორონავირუსით.


რამდენი ხანი ძლებს ვირუსული წვეთები გარემოში?


უახლესმა კვლევამ ახალ კორონავირუსზე აჩვენა, რომ მას შეუძლია გაძლოს:
  • 3 საათი ჰაერში,
  • 4-24 საათი მუყაოს ზედაპირებზე,
  • 3 დღემდე პლასტმასსა და უჟანგავ ფოლადზე.
ახალი კორონავირუსის მსგავს, სხვა ვირუსებზე კვლევებმა აჩვენა, რომ, მათ  გააჩნიათ უნარი, გაძლონ მეტალის, შუშისა და პლასტმასის ზედაპირებზე 9 დღემდე.


საბედნიეროდ, ჩვენთვის ცნობილია, რომ სხვა ტიპის კორონავირუსების
გასანეიტრალებლად ეფექტურია დღესდღეობით საკმაოდ გავრცელებული, სახლის
საწმენდი საშუალებები. როგორც ემორის უნივერსიტეტის ექიმმა, ხუან ლეონმა ახსნა
ინტერვიუში Science Magazine-თან, სახლის სადეზინფექციო საშუალებები არღვევს
კორონავირუსის დამცავ ცხიმოვან გარსს, რომელიც აკრავს ყველა ტიპის კორონავირუსს,
მათ შორის COVID-19-ის გამომწვევსაც. ჩვეულებრივი საწმენდი საშუალებები კარგად გვიცავენ
კორონავირუსისგან .


ახალი კორონავირუსი ჰაერში და ზედაპირებზე ხვდება დაცემინების ან დახველების შედეგად.
ახალი კორონავირუსი ჰაერსა და რბილ ზედაპირებზე ძლებს საათების, ხოლო მყარ ზედაპირებზე -დღეების განმავლობაში.
სახლის ზედაპირების საწმენდი საშუალებები ეფექტურია ახალი კორონავირუსიწინააღმდეგ.



#stopCoV



წყარო:

Comments

Popular posts from this blog

დარწმუნებული ვარ რომ კორონავირუსი მაქვს. ახლა როგორ მოვიქცე?

რატომ, როგორ და რით დავიბანოთ ხელები?