რატომ უნდა დავრჩე სახლში?



21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ეს გულისხმობს რიგ შეზღუდვებს, მათ შორის, 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრის აკრძალვასაც. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენგანი აქამდეც ერიდებოდა თავშეყრის ადგილებს და, მეტიც, ბევრი დაწესებულება დროებით უკვე არ ფუნქციონირებს, შეგახსენებთ შეკრებებისთვის თავის არიდების მიზეზებსა და მნიშვნელობას.

პანდემიის დროს თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეცვალოს ცხოვრების წესი და თქვას უარი საყვარელ, მაგრამ ამ ვითარებაში გარკვეული რისკის შემცველ აქტივობებზე. ამით ჩვენ ვიცავთ არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელ საზოგადოებას. 
საქართველოსა და მსოფლიოში საჯარო, ხალხმრავალი ღონისძიებების უმრავლესობა გადაიდო, მათ შორის, კონცერტები, სპექტაკლები, ფესტივალები, კონფერენციები, აღლუმები და სპორტული ღონისძიებები. მუშაობა შეწყვიტა არასასურსათო მაღაზიებმა, ბაზრობებმა, კლუბებმა; კვების ობიექტები მიტანის სერვისზე, სასწავლო დაწესებულებები კი ონლაინ-სწავლების რეჟიმზე გადავიდა. საქმე ისაა, რომ კორონავირუსი ჰაერ-წვეთოვანი და პირდაპირი კონტაქტის გზით ვრცელდება. შესაბამისად, მსგავს თავშეყრის ადგილებში მეტად მაღალია დროის უმოკლეს მონაკვეთში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე.

უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ კორონავირუსის გადაცემა საინკუბაციო პერიოდშიც (ანუ, ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან სიმპტომების გამოვლენამდე) შეიძლება მოხდეს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, შენზენში უსიმპტომო ინდივიდებისგან გადაცემის მაჩვენებელი 23%-ს შეადგენდა. ამრიგად, სიმპტომების არქონა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს კორონავირუსი არ აქვს და მას ვერ გაავრცელებს. 

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ: 
  • თავშეყრის ადგილებსა და ხალხმრავალ შეკრებებზე მაღალია ვირუსის გავრცელების საფრთხე.
  • ადამიანები არიან კორონავირუსის გადამტანები მანამდეც, სანამ სიმპტომები იჩენს თავს.
  • მსუბუქად მიმდინარე ფორმის ან სიმპტომების არქონის მიუხედავად, თქვენ შეიძლება გადასდოთ ვირუსი მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს (ასთმიან მეგობრებს ან ბებია-ბაბუას).
  • პანდემია არ გაგრძელდება სამუდამოდ და მისი დასრულების შემდეგაც შეძლებთ საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდეთ, მათ შორის კონცერტზე, თეატრში და ეროვნული ნაკრების მატჩებზე სიარულს.

წყარო:



Comments

Popular posts from this blog

COVID-19 და რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორები

რატომ, როგორ და რით დავიბანოთ ხელები?

რამდენი ხანი ძლებს კორონავირუსი ზედაპირებზე?