Posts

უსაფრთხოა თუ არა ძუძუთი კვება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში?

Image
არსებული კვლევებით, კორონავირუსით ინფიცირებული დედების რძეში ვირუსი  არ აღმოჩნდა. თუმცა, ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) გავრცელების შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია და დანამდვილებით ვერ ვიტყვით, გადადის თუ არა ის დედის რძით. ჩვენთვის ცნობილია, რომ ვირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზითა და ახალშობილთან ახლო კონტაქტით შეიძლება გავრცელდეს. ამიტომ ძუძუთი კვებისას დამატებითი სიფრთხილეა საჭირო, რათა თავიდან ავიცილოთ ახალშობილის ვირუსით ინფიცირება. თუ თქვენ გაქვთ COVID-19-ის სიმპტომები ან უკვე დადასტურებული დიაგნოზი, გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები : ●     ახალშობილთან შეხებამდე გულმოდგინედ დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში ან დაიმუშავეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით ●         ახალშობილთან ახლოს ყოფნისას და ძუძუთი კვების დროს გაიკეთეთ პირბადე ●         დაიბანეთ ხელები ძუძუსთან ან საკვების ბოთლთან შეხებამდე და ბოთლი ყოველი გამოყ...

ახალი ხილისა და ბოსტნეულის მიღება უსაფრთხოა!

Image
ახალი კორონავირუსი ( SARS-CoV-2) ჰაერწვეთოვანი გზით, ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შედეგად ვრცელდება. ვირუსის გადაცემა შესაძლებელია ინფიცირებული ადამიანის გამოყოფილი წვეთებით დაბინძურებული ზედაპირიდანაც, თუ ასეთ ზედაპირზე შეხების შემდეგ დაუბანელ ხელს სახესთან მივიტანთ და ვირუსი ლორწოვანი გარსებიდან (ცხვირი, პირი, თვალები) ორგანიზმში შემოაღწევს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ახალი კორონავირუსი კონტამინირებული (დაბინძურებული) საკვებით არ გადაეცემა. COVID-19 სრულებით განსხვავდება კვებითი მოწამვლისგან, რაც დაბინძურებული ან არასათანადოდ მომზადებული საკვების მიღებითაა გამოწვეული და ღებინებით ან ფაღარათით ვლინდება. გარდა იმისა, რომ მათი მირთმევით ახალი კორონავირუსი არ გადაგედებათ, ხილი და ბოსტნეული ვიტამინების ბუნებრივი მარაგი და ჯანსაღი კვების ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია . მაგალითად ,   ყვითელ ხილსა და ბოსტნეულში - ციტრუსებში, გარგარში, სტაფილოში - დიდი რაოდენობით გვხვდება ბეტა-კაროტენი, ანტიოქსიდანტი, რომელიც A ვიტამინის წინამორბე...

შემიძლია თუ არა მგზავრობა კორონავირუსის პანდემიის დროს?

Image
კორონავირუსის გავრცელების შესახებ პირველად 2019 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი, როდესაც ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში, ახალი ინფექციის ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა. რამდენიმე კვირაში COVID-19 სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და დაავადებულთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა 2020 წლის 11 მარტს ოფიციალურად გამოაცხადა პანდემია. ამის შემდეგ სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა საზღვრების ჩაკეტვა და როგორც ქვეყნის გარე, ასევე შიდა ფრენების შეჩერება გადაწყვიტა. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აიკრძალა ან შეიზღუდა სახმელეთო ტრანსპორტით ქვეყნის შიგნით, ქალაქებს შორის გადაადგილება. რა ვითარებაა საქართველოში, შეგვიძლია თუ არა მგზავრობა და როგორ უნდა მოვიქცეთ? გავეცნოთ საქართველოს ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებულ შეზღუდვებს: შეჩერებულია ყველა სახის საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა: საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო (გარდა სპეციალური ჩარტერული რეისებისა) ასევე, ქვეყნის შიგნით იკრძალება საქალაქთ...

CDC: COVID-19-ის მძიმე ფორმა ახალგაზრდებშიც გვხვდება

Image
შეერთებული შტატების დაავადებ ათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა ( CDC) COVID-19- ის 2449 შემთხვევის შესახებ წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში გაანალიზებულია აშშ-ში 12 თებერვლიდან 16 მარტის ჩათვლით გამოვლენილი შემთხვევები. ანალიზი მოიცავს მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელთა ასაკიც ცნობილია და მასში არ შედის ჩინეთ ში, იაპონიასა და კრუიზებზე ინფიცირებულ ი პირებ ის მონაცემები . დადასტურებულ შემთხვევა თა დაახლოებით ერთი მესამედი 20 -44, ხოლო ერთი მესამედი - 45-64 წლისაა. ეს ინფიცირებულთა ორი ყველაზე დიდი ასაკობრივი ჯგუფია (იხილეთ სურათი ქვემოთ ). მონაცემები მოწმობს, რომ COVID-19-ით ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება დაავადდეს.  უნდა აღინიშნოს   ისიც,  რომ ჰოსპიტალიზებული პაციენტების   20% -ს   20-დან 44 წლამდე ადამიანები შეადგენენ. სხვა ქვეყნების ახალი მონაცემების თანახმად, COVID-19 ბავშვებსა და მოზარდებშიც (20 წლამდე) გვხვდება. საბედნიეროდ, ისინი დაავადებულთა მხოლოდ დაახლოებით 5%-ს შეადგენენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვებს შედარებით მს...

გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმის გადასხმა, როგორც COVID-19-ის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი

Image
კორონავირუსით გამოწვეული პანდემია თანამედროვე სამყაროს უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა . მეცნიერები და ექიმები ძალ - ღონეს  არ  იშურებენ , რათა მის დასამარცხებლად ეფექტიანი სტრატეგია შეიმუშავონ . აქედან ერთ - ერთი მიდგომა დაავადებულთათვის ინფექციისგან უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმის გადასხმაა . 27 მარტს ჟურნალში JAMA Network გამოქვეყნდა სტატია , რომელშიც განხილულია ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) ინფიცირებული პაციენტებისთვის გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმის გადასხმის ეფექტიანობა .  კვლევა შენჟენში ( ჩინეთი ), 2020 წლის 20 იანვრიდან 25 მარტამდე   გრძელდებოდა . დაკვირვება მხოლოდ 5 კრიტიკულად მძიმე პაციენტზე მიმდინარეობდა .  საიდან გაჩნდა პლაზმის გამოყენების იდეა ? საქმე ისაა , რომ გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმა შეიცავს SARS-CoV-2- ის წინააღმდეგ წარმოქმნილ სპეციფიკურ ანტისხეულებს ( იმუნოგლობულინი G - IgG). ზოგადად , იმუნოგლობულინებით მკურნალობის მეთოდი ახალი ...