უსაფრთხოა თუ არა ძუძუთი კვება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში?



არსებული კვლევებით, კორონავირუსით ინფიცირებული დედების რძეში ვირუსი არ აღმოჩნდა. თუმცა, ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) გავრცელების შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია და დანამდვილებით ვერ ვიტყვით, გადადის თუ არა ის დედის რძით.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ვირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზითა და ახალშობილთან ახლო კონტაქტით შეიძლება გავრცელდეს. ამიტომ ძუძუთი კვებისას დამატებითი სიფრთხილეა საჭირო, რათა თავიდან ავიცილოთ ახალშობილის ვირუსით ინფიცირება.

თუ თქვენ გაქვთ COVID-19-ის სიმპტომები ან უკვე დადასტურებული დიაგნოზი,
გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

   ახალშობილთან შეხებამდე გულმოდგინედ დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში ან დაიმუშავეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით

        ახალშობილთან ახლოს ყოფნისას და ძუძუთი კვების დროს გაიკეთეთ პირბადე

        დაიბანეთ ხელები ძუძუსთან ან საკვების ბოთლთან შეხებამდე და ბოთლი ყოველი გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ

საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ შეიმუშავოთ ახალშობილის კვების
ალტერნატიული გეგმა. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, შესაძლებელია ფორმულის (ხელოვნური კვება) ან რძის გამოსაწველი ტუმბოს გამოყენება.

მიუხედავად იმისა, გადადის თუ არა კორონავირუსი დედის რძით და აქვს თუ არა ქალს COVID-19, აუცილებელია, მეძუძურმა დედებმა დაიცვან დღეს არსებული ყველა რეკომენდაცია:
  • დარჩით სახლში
  • ხშირად დაიბანეთ ხელები
  • მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და დაავადების ნიშნების მქონე ადამიანებთან კონტაქტს
დედის რძე ახალშობილისთვის ძალიან სასარგებლოა. ის ბავშვს სხვადასხვა დაავადებისგან იცავს. COVID-19-ის დადასტურების ან საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მეან-გინეკოლოგთან ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით.

წყარო:

Comments

Popular posts from this blog

COVID-19 და რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორები

რატომ, როგორ და რით დავიბანოთ ხელები?

რამდენი ხანი ძლებს კორონავირუსი ზედაპირებზე?