Posts

რატომ არ არის COVID-19 სეზონური გრიპი?

Image
1)      ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაავადდეს კორონავირუსით კორონავირუსი  – ვირუსთა იმ კლასს მიეუკთვნება, რომელიც ხშირ შემთხვევაში უბრალო გაციებას იწვევს. ამ ვირუსით აქამდეც დაინფიცირებულან ადამიანები, მაგრამ ვირუსის ახალი შტამი , კერძოდ, COVID-19- ს გამომწვევი SARS-CoV-2 სრულიად განსხვავებულია. COVID-19, ჩვეულებრივი სეზონური გრიპისგან განსხვავდება სიმპომებითა და მიმდინარეობით. დღეს მსოფლიოში არავინაა დაცული მისგან , ვინაიდან ეს ვირუსი ახალია და იმუნიტეტი გამომუშავებული ჯერ არავის აქვს. 2)     დღეისთვის კირონავირუსის წინააღმდეგ არანაირი  ვაქცინა  და სპეციფიური მედიკამენტი არ გვაქვს       გრიპის ვირუსისგან განსხვავებით, კორონავირუსთან ბრძოლის სირთულეს წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ვაქცინა ან სამკურნალო პრეპარატი მის წინაღმდეგ. მეცნიერები   ვარაუდობენ , რომ   ახალი   ვაქცინის   შექმნას  12 - 18  თვემდე ...

დაწიე პიკი!

Image
რას ნიშნავს პიკის დაწევა? პიკის დაწევა ინფექციის გავრცელების ტემპის შემცირებას ნიშნავს. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სისტემის რესურსები შეზღუდულია - შეზღუდულია პაციენტის საწოლების, ხელსაწყოების, აპარატურისა და პერსონალის რაოდენობა, მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა.   პიკის დაწევის მცდელობით ჩვენ შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ სამედიცინო დაწესებულებების გადატვირთვა. ეს გააუმჯობესებს ახალი კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირებული ადამიანების გამოჯანმრთელების შანსებს, დაგვეხმარება ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მქონე ადამიანებისთვის რესურსების შენარჩუნებაში და ასევე მოგვაგებიინებს დროს, რათა წამოგვეწიოს ეფექტური მედიკამენტი და/ან ვაქცინა. როგორ შეგვიძლია ჩვენ, საზოგადოებამ, ხელი შევუწყოთ პიკის დაწევას? პირველ რიგში, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, უნდა დავიცვათ, სოციალური დისტანცია: შეძლებისდაგვარად იმუშავეთ სახლიდან, არ გახვიდეთ გარეთ აუცილებელი საჭიროების გარეშე!  მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ...

ახალი კორონავირუსი (COVID-19) ბავშვებსაც ემართება

Image
პ ირველი მოსაზრება, რომ ბავშვები COVID-19-ით არ ინფიცირდებიან, მცდარი აღმოჩნდა.  „თუმცა, მძიმე სიმპტომებისა და გართულებების მაჩვენებელი ბავშვებში გაცილებით დაბალია“, წერენ ფრიბურგის უნივერსიტეტის (შვეიცარია) პროფესორი პეტრა ზიმერმანი და მელბურნის უნივერსიტეტის (ავსტრალია) პროფესორი ნაიგელ კურტისი.   პირვანდელი მოსაზრება რომ მცდარი იყო, ამას სამხრეთ კორეის მონაცემებიც მოწმობს, სადაც, ინფიცირებულთა 6%-ს სწორედ ბავშვები და თინეიჯერები შეადგენდნენ.  ჩინეთის მონაცემების მიხედვით, ინფიცირებული ბავშვების უმრავლესობა სიმპტომების დაწყებიდან ერთი-ორი კვირის განმავლობაში გამოჯანმრთელდა. 2020 წლის თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით ბავშვის სიკვდილის შემთხვევა არ დაფიქსირებულა და მხოლოდ 13 კრიტიკული შემთხვევა იყო 21 410დან (იხ. Table 2 -ბმულზე). აღსანიშნავია, რომ ბავშვებში სხვა კორონავირუსების, SARS-ისა და MERS-ის ეპიდემიების დროსაც მსგავსი სურათი გვქონდა.  შესაბამისად, პირველი მოსაზრება ნაწილობრივ მაინც იმით აიხსნება, რომ ბავშვებს ხშირად მხოლ...

შესაძლებელია თუ არა COVID-19 რამდენიმეჯერ დაგვემართოს?

Image
ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი შეუძლებელია, თუმცა, მეცნიერებს უკვე აქვთ ვარაუდები. ზოგადად, როდესაც ჩვენ რომელიმე მიკროორგანიზმით, თუნდაც ვირუსით ვართ ინფიცირებული, ორგანიზმი ამ ინფექციის გამომწვევის საწინააღმდეგო ანტისხეულებს გამოიმუშავებს. ანტისხეულები მიკრობის მიმართ ერთგვარ რეზისტენტობას, ანუ მდგრადობას უზრუნველყოფს. ყოველ მომდევნო ჯერზე, როდესაც იგივე ვირუსი ჩვენს ორგანიზმში შემოიჭრება, სწორედ ეს ანტისხეულები გვიცავენ განმეორებითი დასნებოვნებისაგან. ანტისხეულები იწყებენ მოქმედებას მაშინ, როდესაც ისინი ამოიცნობენ ანტიგენს, რომელიც ყოველი ბაქტერიისა თუ ვირუსისთვის უნიკალურია. ანტისხეულები Y ფორმის ცილებია. ისინი ეხმარება ორგანიზმს იბრძოლოს პათოგენებისა და, მათ შორის, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ. ამაში მათ ჩვენი დამცავი იმუნური სისტემის უჯრედები ეხმარება. შესაძლოა, შეგხვედრიათ სტატიები მსგავსი სათაურით „ადამიანები გამოჯანმრთელდნენ კორონავირუსისგან, თუმცა შემდეგ მათი ტესტის პასუხი ისევ დადებითი გახდა. რატომ?“. დღეისთვის ექიმები მიიჩნევენ, რომ არსებული ტესტების შეზ...

რატომ უნდა დავრჩე სახლში?

Image
21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ეს გულისხმობს რიგ შეზღუდვებს, მათ შორის, 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრის აკრძალვასაც. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენგანი აქამდეც ერიდებოდა თავშეყრის ადგილებს და, მეტიც, ბევრი დაწესებულება დროებით უკვე არ ფუნქციონირებს, შეგახსენებთ შეკრებებისთვის თავის არიდების მიზეზებსა და მნიშვნელობას. პანდემიის დროს თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეცვალოს ცხოვრების წესი და თქვას უარი საყვარელ, მაგრამ ამ ვითარებაში გარკვეული რისკის შემცველ აქტივობებზე. ამით ჩვენ ვიცავთ არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელ საზოგადოებას.  საქართველოსა და მსოფლიოში საჯარო, ხალხმრავალი ღონისძიებების უმრავლესობა გადაიდო, მათ შორის, კონცერტები, სპექტაკლები, ფესტივალები, კონფერენციები, აღლუმები და სპორტული ღონისძიებები. მუშაობა შეწყვიტა არასასურსათო მაღაზიებმა, ბაზრობებმა, კლუბებმა; კვების ობიექტები მიტანის სერვისზე, სასწავლო დაწესებულებები კი ონლაინ-სწავლების რეჟიმზე გადავიდა. საქმე ისაა, რომ კორონავირუსი ჰაერ-წვეთოვანი და პირდაპირი კონტაქტის გზით ვრცელ...

რა რაოდენობით უნდა მოვიმარაგო საკვები?

Image
თვითიზოლაციაში ყოფნისას ორი კვირისთვის საჭირო პროდუქტების მომარაგება სავსებით მიზანშეწონილია. იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტ საკვებს შევიძენთ, რასაც ე.წ „პანიკურ ყიდვას“  უწოდებენ, შეიძლება პროდუქტის დეფიციტი გამოვიწვიოთ. გვაქვს თუ არა საკვები პროდუქტის დეფიციტი და რატომ ვხედავთ ცარიელ დახლებს? ამის მიზეზი მარტივია: კვებითი ინდუსტრიები მომხარებლებს აწვდიან საკვების მხოლოდ იმ რაოდენობას, რაც მათ დღიურ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ამჟამად, მომხარებლების მიერ მოთხოვნა გაზრდილია, მაგრამ, პროდუქციისა და სურსათის დეფიციტი არ გვაქვს. მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც ჯანმრთელია  და დაავადების სიმპტომები არ აღენიშნება, საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემთხვევაშიც კი ყოველდღიურად იქნება ხელმისაწვდომი სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები.  თუ პიროვნება იმყოფება დაავადების რისკის ქვეშ და ერიდება ხალხმრავლობას, არსებობს სხვა ალტერნატივაც. მაგალითად, შეგიძლიათ, მომუშავე კვებითი ობიექტებიდან პროდუქციის ონლაინ რეჟიმით შეძენა. ეს დაინფიცირების რისკს ამცირებს თუ დაცული იქნება ყველა...

არ მაქვს კორონავირუსის (COVID-19-ის) სიმპტომები. რატომ უნდა დავრჩე სახლში?

Image
მიუხედავად იმისა, რომ თავს ავად არ გრძნობთ, აუცილებელია ზოგადი რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც გულისხმობს ხელის ხშირად დაბანასა და სოციალურ დისტანცირებას, რადგან ხშირად, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებს არ აქვთ სიმპტომები, თუმცა ვირუსის გადამტანები არიან. ვირუსს აქვს „ფანჯარა“, ანუ ინკუბაციის პერიოდი, რომლის დროსაც ადამიანი თავს ცუდად არ გრძნობს, მაგრამ შეუძლია ვირუსი ს გავრცელება. როგორც დღეისათვის ცნობილია, დაინფიცირებულ პირს, სიმპტომების გამოვლინებამდე, 48 საათით ადრე, შეუძლია ვირუსის გადადება სხვა ადამიანებისთვის. დღევანდელი მონაცემებით, პაციენტების 18 - 30% -ში ინფექცია თითქმის სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, ამ დროს კი ისინი, მარტივად ხდებიან ინფექციის წყარო სხვა ადამიანებისათვის. რთული დასაჯერებელია, თუმცა უსიმპტომო ან მსუბუქი სიმპტომების მქონე ადამიანებს შეუძლიათ 80%-ით  გაზარდონ ინფიცირებულთა რაოდენობა. არსებობს რაიმე საშუალება უსიმპტომოდ მიმდინარე  COVID- 19-ის  სადიაგნოსტიკოდ ? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა მხოლოდ ლაბ...

რა დრო სჭირდება COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებას?

Image
კორონავირუსით ( COVID- 19 ) ავადობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის ასაკსა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. ზოგიერთ ადამიანში, ინფექცია სიმპტომების გარეშე ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობ ს . მაშინაც კი, თუ თავს არ გრძნობთ ავად, მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა და სოციალური დისტნაცირება, რადგან ვირუსის გავრცელება რორონავირუსით დაინფიცირებულ, უსიმპტომო ადამიანებსაც შეუძლიათ. კორონავირუსი თ   ( COVID-19 ) დაინფიცირებულების დიდ ნაწილს უვლინდება : ·         ცხელება   (შეიძლება გაგრძელდეს 10 დღე) ·         კუნთების ტკივილი, ·         მშ რა ლი ხველა, ·         თავის ტკივილი , ·         სუნთქვის გაძნელება. ჩინეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დაინფიცირებულ პირებში სიმპტომების დაწყებიდან   o    კ ორონავირუსის   ტესტი ...