რატომ არ არის COVID-19 სეზონური გრიპი?




1)   ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაავადდეს კორონავირუსით

კორონავირუსი – ვირუსთა იმ კლასს მიეუკთვნება, რომელიც ხშირ შემთხვევაში უბრალო გაციებას იწვევს. ამ ვირუსით აქამდეც დაინფიცირებულან ადამიანები, მაგრამ ვირუსის ახალი შტამი , კერძოდ, COVID-19-ს გამომწვევი SARS-CoV-2 სრულიად განსხვავებულია. COVID-19, ჩვეულებრივი სეზონური გრიპისგან განსხვავდება სიმპომებითა და მიმდინარეობით. დღეს მსოფლიოში არავინაა დაცული მისგან, ვინაიდან ეს ვირუსი ახალია და იმუნიტეტი გამომუშავებული ჯერ არავის აქვს.


























2)    დღეისთვის კირონავირუსის წინააღმდეგ არანაირი ვაქცინა და სპეციფიური მედიკამენტი არ გვაქვს

     გრიპის ვირუსისგან განსხვავებით, კორონავირუსთან ბრძოლის სირთულეს წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ვაქცინა ან სამკურნალო პრეპარატი მის წინაღმდეგ. მეცნიერები ვარაუდობენ,რომ ახალი ვაქცინის შექმნას 12 - 18 თვემდე  დასჭირდება.

3) კორონავირუსი  უფრო ადვილად გადამდებია
გრიპისგან განსხვავებით, კორონავირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდება.

იმის დასადგენად თუ რამდენად გადამდებია ვირუსი, ითვლიან საშუალოდ რამდენ ადამიანს აინფიცირებს ერთი დაავადებული.
        სეზონური გრიპისთვის ეს რიცხვია დაახლოებით 1.3-ია
        ახალი კორონავირუსისთვის კი დაახლოებით 2.5





ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რითაც განსხვავდება კორონავირუსი ჩვეულებრივი გრიპისგან:


  1. COVID-19 უფრო მძიმე დაავადებაა ვიდრე გრიპი, რადგან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 15-20%-ს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია ,სეზონური გრიპის დროს მხოლოდ 1%-ს.

  2. სიკვდილიანობის მაჩვენეველი COVID-19-ის შემთხვევაში დაახლოებით 2.3%-ია, ხოლო სეზონური გრიპის 0.1%- შეადგენს.

    ეს
    რიცხვები ეყრდნობა ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებს.



წყარო:


Comments

Popular posts from this blog

COVID-19 და რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორები

რატომ, როგორ და რით დავიბანოთ ხელები?

რამდენი ხანი ძლებს კორონავირუსი ზედაპირებზე?