როგორ შეიძლება გაიგოთ გაქვთ თუ არა კორონავირუსი (COVID-19) ?




ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად ერთადერთი გზა ლაბორატორიული ტესტირებაა, თუმცა, ჩვენ მიმოვიხილავთ კორონავირუსის ყველაზე ხშირ სიმპტომებს.


როგორც საზოგადოებისათვის უკვე კარგად არის ცნობილი, კორონავირუსის (COVID-19) ყველაზე ხშირი სიმპტომებია ტემპერატურის მატება, მშრალი ხველა და სუნთქვის გაძნელება, თუმცა ვირუსის სიმპტომები და მიმდინარეობა თითოეულ პაციენტში ინდივიდუალურია. ჩინეთის მონაცემებით, კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირებული პაციენტების მხოლოდ ნახევარს აღენიშნებოდა ტემპერატურის მატება ჰოსპიტალიზაციისას, ზოგიერთს კი ცხელება ჰოსპიტალიზაციის მანძილზეც არ დაფიქსირებია. ინფიცირებული პირების მცირე ნაწილს ასევე აღენიშნებოდა ფაღარათი, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, სუნთქვის გაძნელება და ტკივილი გულმკერდის არეში.



ამ მონაცემებიდან გამომდინარე, თუ თქვენ გაქვთ სასუნთქი გზების ინფექციის რაიმე სიმპტომი (ხველა, სუნთქვის გაძნელება, ცხვირიდან გამონადენი) ტემპერატურის მატების გარეშე, შესაძლებელია, რომ, თქვენ გქონდეთ კორონავირუსი (COVID-19).





როგორ უნდა მოვიქცეთ სასუნთქი გზების ინფექციის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში?



  • დარჩით სახლში! (ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი)
  • სიმპტომების გახანგრძლივებისა ანდა მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, იარგებლეთ სატელეფონო კონსულტაციით ოჯახის ექიმთან, რომელიც შესაბამის ინტრუქციას მოგცემთ;
  • მაქსიმალურად შეზღუდეთ კონტაქტი ადამიანებთან 14 დღის მანძილზე;
  • რეგულარულად დაიბანეთ ხელები (მინიმუმ 20 წამის განმავლობაში);
  • ხველისა და ცემინების დროსცხვირსა და პირზე აიფარეთ ხელიამისათვის გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი;
  • არ გაუზიაროთ პირადი მოხმარების ნივთები და ჭურჭელი ოჯახის წევრებს;
  • ხშირად გაწმინდეთ და სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეთ ყოველდღიური მოხმარების ნივთები და ხშირად მოხმარებადი საგნების ზედაპირები.


წყარო:


Comments

Popular posts from this blog

COVID-19 და რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორები

რატომ, როგორ და რით დავიბანოთ ხელები?

რამდენი ხანი ძლებს კორონავირუსი ზედაპირებზე?