რა რაოდენობით უნდა მოვიმარაგო საკვები?



თვითიზოლაციაში ყოფნისას ორი კვირისთვის საჭირო პროდუქტების მომარაგება სავსებით მიზანშეწონილია. იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტ საკვებს შევიძენთ, რასაც ე.წ „პანიკურ ყიდვას“  უწოდებენ, შეიძლება პროდუქტის დეფიციტი გამოვიწვიოთ.

გვაქვს თუ არა საკვები პროდუქტის დეფიციტი და რატომ ვხედავთ ცარიელ დახლებს?


ამის მიზეზი მარტივია: კვებითი ინდუსტრიები მომხარებლებს აწვდიან საკვების მხოლოდ იმ რაოდენობას, რაც მათ დღიურ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.


ამჟამად, მომხარებლების მიერ მოთხოვნა გაზრდილია, მაგრამ, პროდუქციისა და სურსათის დეფიციტი არ გვაქვს. მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც ჯანმრთელია  და დაავადების სიმპტომები არ აღენიშნება, საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემთხვევაშიც კი ყოველდღიურად იქნება ხელმისაწვდომი სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები. 

თუ პიროვნება იმყოფება დაავადების რისკის ქვეშ და ერიდება ხალხმრავლობას, არსებობს სხვა ალტერნატივაც. მაგალითად, შეგიძლიათ, მომუშავე კვებითი ობიექტებიდან პროდუქციის ონლაინ რეჟიმით შეძენა. ეს დაინფიცირების რისკს ამცირებს თუ დაცული იქნება ყველა პრევენციული ზომა: კურიერმა საკვები უნდა დატოვოს კართან, გადახდა უნდა მოხდეს საკრედიტო ბარათით და კვების წინ ხელები უნდა დავიბანოთ. გარდა ამისა, ამით ხელს შევუწყობთ ადგილობრივ ბიზნესის განვითარებასაც.

არასაკმარისი ფინანსური რესურსის გამო საზოგადოების ნაწილი ვერ ახერხებს საკვების მომარაგებას. ქველმოქმედების სახით, ინდივიდუალურად ან სხვადასხვა მოხალისეობრივი ჯგუფის საშუალებით შეგვიძლია საკვებით დავეხმაროთ მსგავს რთულ სიტუაციაში მყოფ ადამიანებს, რისი მაგალითებიც უკვე ვიხილეთ საქართველოში.

  • ქვეყანაში სურსათის დეფიციტი არ არის
  • ნუ მოიმარაგებ ორი კვირისთვის საჭირო საკვებზე მეტს
  • საკვების მოპოვება არადაინფიცირებული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ყოველდღიურად
  • გაეცი საკვები სხვების დასახმარებლად

წყაროები:

Comments

Popular posts from this blog

COVID-19 და რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორები

რატომ, როგორ და რით დავიბანოთ ხელები?

რამდენი ხანი ძლებს კორონავირუსი ზედაპირებზე?