არის თუ არა იბუპროფენის გამოყენება უსაფრთხო ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში?


ალბათ გინახავთ ურთიერთგამომრიცხავი სტატიები ახალი კორონავირუსით ინფიცირებისას იბუპროფენის (ასევე ცნობილია, როგორც ნუროფენი, მიგ-400, ადვილი) გამოყენების შესახებ.

-რომელი მოსაზრება მიიჩნევა დღეისთვის ყველაზე მართებულად?

-სამწუხაროდ, ჯერ მტკიცებულებაზე დამყარებული პასუხი არ გვაქვს. 
იბუპროფენის შესახებ მითქმა-მოთქმა თავდაპირველად, საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივიერ ვერანის განცხადებას მოჰყვა. მისი თქმით, COVID-19-ით დაავადებისას, სასურველია გამოვიყენოთ აცეტამინოფენი (იგივე პარაცეტამოლი) და მოვერიდოთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებს, როგორიცაა იბუპროფენი. თუმცა, ეს რჩევა კონკრეტულ მონაცემებს ეყრდნობა, რომელიც ჯერ არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებისას რომ იბუპროფენი საზიანოა, ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზის დონეზეა და არ არის გამყარებული სამედიცინო მტკიცებულებით. ამასთანავე, მედიცინის ევროპული სააგენტოს განცხადებაში ვკითხულობთ: არ არსებობს სარწმუნო კავშირი იბუპროფენსა და კორონავირუსის გამწვავებას შორის. ამ მოსაზრებას ეთანხმებიან წამყვანი ექიმები. დღეისათვის არსებული მონაცემებით, იბუპროფენი არ არის დაკავშირებული გართულებებთან.

18 მარტი, 2020

მედიცინის ევროპული სააგენტოს განცხადება

კორონავირუსით ინფიცირებისას, სიცხისა და ტკივილის სამკურნალოდ, პაციენტებმა და ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ ყველა შესაძლო მედიკამენტი, პარაცეტამოლისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ჩათვლით. ყველა წამალს აქვს სასურველი და გვერდითი ეფექტები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს, როდესაც მივყვებით ევროკავშირის მიერ დადგენილი მკურნალობის ეროვნულ გაიდლაინებს. მათი მიხედვით, პარაცეტამოლი არის ხშირი არჩევის პრეპარატი სიცხისა და ტკივილის სამკურნალოდ. 

ევროკავშირის მიერ დადგენილი მკურნალობის გაიდლაინებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტებსა და ექიმებს შეუძლიათ განაგრძონ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (როგორიცაა იბუპროფენი) საჭიროების შემთხვევაში გამოყენება. სასურველია, რომ პრეპარატი მივიღოთ მინიმალური ეფექტური დოზითა და  უმოკლესი ხანგრძლივობით. 

თუ არსებული მონაცემები და რეკომენდაციები შეიცვლება, აუცილებლად შევატყობინებთ მკითხველს.

მეტი ინფორცაციისთვის შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოს:
















Comments

Popular posts from this blog

COVID-19 და რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორები

რატომ, როგორ და რით დავიბანოთ ხელები?

რამდენი ხანი ძლებს კორონავირუსი ზედაპირებზე?