უსაფრთხოა თუ არა ძუძუთი კვება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში?

არსებული კვლევებით, კორონავირუსით ინფიცირებული დედების რძეში ვირუსი არ აღმოჩნდა. თუმცა, ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) გავრცელების შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია და დანამდვილებით ვერ ვიტყვით, გადადის თუ არა ის დედის რძით. ჩვენთვის ცნობილია, რომ ვირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზითა და ახალშობილთან ახლო კონტაქტით შეიძლება გავრცელდეს. ამიტომ ძუძუთი კვებისას დამატებითი სიფრთხილეა საჭირო, რათა თავიდან ავიცილოთ ახალშობილის ვირუსით ინფიცირება. თუ თქვენ გაქვთ COVID-19-ის სიმპტომები ან უკვე დადასტურებული დიაგნოზი, გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები : ● ახალშობილთან შეხებამდე გულმოდგინედ დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში ან დაიმუშავეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით ● ახალშობილთან ახლოს ყოფნისას და ძუძუთი კვების დროს გაიკეთეთ პირბადე ● დაიბანეთ ხელები ძუძუსთან ან საკვების ბოთლთან შეხებამდე და ბოთლი ყოველი გამოყ...