რა დრო სჭირდება COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებას?



კორონავირუსით (COVID-19) ავადობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის ასაკსა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. ზოგიერთ ადამიანში, ინფექცია სიმპტომების გარეშე ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობ. მაშინაც კი, თუ თავს არ გრძნობთ ავად, მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა და სოციალური დისტნაცირება, რადგან ვირუსის გავრცელება რორონავირუსით დაინფიცირებულ, უსიმპტომო ადამიანებსაც შეუძლიათ.
კორონავირუსი (COVID-19) დაინფიცირებულების დიდ ნაწილს უვლინდება:
·        ცხელება (შეიძლება გაგრძელდეს 10 დღე)
·        კუნთების ტკივილი,
·        მშრალი ხველა,
·        თავის ტკივილი,
·        სუნთქვის გაძნელება.

ჩინეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დაინფიცირებულ პირებში


სიმპტომების დაწყებიდან  

o   ორონავირუსის ტესტი უარყოფით შედეგს აჩვენებს -11 დღეში. 
o   რადიოლოგიური გაუმჯობესება მოსალოდნელია 14 დღეში.

მძიმე დაავადების მქონე ადამიანებში, ინფექციამ შეიძლება  უფრო დიდხანს გასტანოს, მაგრამ, კორონავირუსის შემთხვევათა უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს. კლინიკური გამოცდილება გვაჩვენებს, რომ, ადრეულ სტადიაზე ინფექციის კონტროლი და შემდგომ შესაბისი მკურნალობა COVID-19-ის პროგნოზს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

როგორც უკვე აღნიშნეთ, გამოჯანმრთელება დამოკიდებულია პაციენტ ინფიცირებამდე მდგომარეობასა და დაავადების მიმდინარეობაზე.


გამოვლენის შემთხვევაში,
მნიშვნელოვანია  გავითვალისწინოთ რეკომენდაციები:

  • მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში, რეკომენდებულია, სახლში, თვითიზოლაციაში დარჩენა
  • თუ    3-5  დღის  შემდეგ  არ  გრძნობთ  სიმპტომების  და  ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაურეკეთ პირველადი დახმარების ექიმს
  • არ წახვიდეთ ექიმთან წინასწარი დარეკვის გარეშე
  • თუ შენიშნეთ სუნთქვის გაძნელება, აუცილებლად დარეკეთ 112-ში და
  • შეატყობინეთ სავარუდო კორონავირუსის (COVID-19) შემთხვევის შესახებ


ქვემოთ მოცემულია აშშ-ში პირველი დაინფიციებული პაციენტის კლინიკური მიმდინარეობა და აღნიშნულია სიმპტომების ხანგრძლივობა დღეების მიხედვით.


A screenshot of a cell phone

Description automatically generated

Last updated: March 19, 2020 1:00pm ET
Science review by: JAB, ER

წყარო:



Comments

Popular posts from this blog

COVID-19 და რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორები

რატომ, როგორ და რით დავიბანოთ ხელები?

რამდენი ხანი ძლებს კორონავირუსი ზედაპირებზე?