ორსულად ვარ. გვემუქრება თუ არა COVID-19 მე და ჩემს პატარას?


A picture containing room

Description automatically generated
COVID-19 ახალი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც კორონავირუსი  (SARS-CoV-2) იწვევს. ამიტომ, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ის ორსულებზე, შეზღუდულია. სამედიცინო ლიტერატურაში მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა აღწერილი, შესაბამისად, ორსულებთან მიდგომის წესები შედგენილია არა უშუალოდ COVID-19-ის, არამედ სხვა, მსგავსი ინფექციური დაავადებების კუთხით მიღებული გამოცდილებით. რადგან იმავე ოჯახის და სასუნთქი სისტემის სხვა ვირუსებით, მაგალითად, გრიპის ვირუსით, გამოწვეული ინფექციები ორსულ ქალებში მძიმედ მიმდინარეობს, ისინი მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.


თუმცა, ჩვენ ჯერ არ ვიცით, ზუსტად როგორ მოქმედებს COVID-19 ორსულ ქალებზე.




მიუხედავად იმისა, რომ ორსულობისას დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა და აქედან რამდენიმე პაციენტის მშობიარობა გართულდა, ჯერ არ დადასტურებულა, რომ გართულება COVID-19-ით იყო გამოწვეული.

ჩინეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის 13 დადასტურებული ორსული პაციენტიდან:

       3 - სრულად გამოჯანმრთელდა
       10-ს - დასჭირდა საკეისრო კვეთა  
       6-ს - ჰქონდა ნაადრევი მშობიარობა

აღნიშნული კვლევის თანახმად, ორსული ქალების დაინფიცირების შემთხვევაში არსებობს გართულებების მცირე რისკი. შესაბამისად, ძალზედ მნიშვნელოვანია, ზოგადი რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება.

შეიძლება თუ არა, რომ COVID-19 დედისგან ნაყოფზე ან ახალშობილზე გადავიდეს?
ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, გადადის თუ არა ვირუსი ნაყოფზე მუცლადყოფნის ან მშობიარობის დროს. ჯერჯერობით არც ერთ ახალშობილს, რომლის დედაც ინფიცირებული იყო, ახალი კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

უსაფრთხოა თუ არა ძუძუთი კვება ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში?
COVID-19-ის გავრცელების შესახებ ბევრი რამ ჯერ უცნობია. იმ დედების რძეში, რომლებიც ინფიცირებულნი იყვნენ ამ ან სხვა სახის კორონავირუსით, ვირუსული ნაწილაკები არ აღმოჩნდა. თუმცა, ჯერ დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, გადადის თუ არა SARS-CoV-2 დედის რძით.
ჯერჯერობით დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) არანაირ სპეციფიკურ მითითებასა თუ რეკომენდაციას არ გასცემს ახალშობილის ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით.
ახალშობილის  ბუნებრივად გამოკვებამდე დედამ უნდა გაითვალისწინოს ექიმის რჩევები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს ძუძუთი კვება.
დედა, რომელსაც დაუდასტურდა COVID-19, უნდა ეცადოს, დაიცვას ახალშობილი ვირუსით დაინფიცირებისგან. ის ვალდებულია ხშირად იბანოს ხელები, გამოიყენოს პირბადე ბავშვთან შეხებისა და მისი კვების დროს და, ასევე, აუცილებლად დაიბანოს ხელები ბავშვის ნივთებთან (საწოვარა, საჭმლის ბოთლი და სხვ.) შეხებამდე.

A screenshot of a cell phone

Description automatically generated

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ გვაქვს საკმარისი მონაცემები, ორსულობისას ახალი კორონავირუსით ინფიცირებაზე, აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებით საყურადღებოა დავიცვათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველა რეკომენდაცია (მაგალითად, სახლიდან მუშაობა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისა და დაავადების ნიშნების მქონე ადამიანებთან კონტაქტისგან თავის არიდება და ხელების ხშირად დაბანა).

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით 1 ორსულია ინფიცირებული.



#StopCoV


წყარო:


Comments

Popular posts from this blog

COVID-19 და რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორები

რატომ, როგორ და რით დავიბანოთ ხელები?

რამდენი ხანი ძლებს კორონავირუსი ზედაპირებზე?