არ მაქვს კორონავირუსის (COVID-19-ის) სიმპტომები. რატომ უნდა დავრჩე სახლში?



მიუხედავად იმისა, რომ თავს ავად არ გრძნობთ, აუცილებელია ზოგადი რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც გულისხმობს ხელის ხშირად დაბანასა და სოციალურ დისტანცირებას, რადგან ხშირად, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებს არ აქვთ სიმპტომები, თუმცა ვირუსის გადამტანები არიან.

ვირუსს აქვს „ფანჯარა“, ანუ ინკუბაციის პერიოდი, რომლის დროსაც ადამიანი თავს ცუდად არ გრძნობს, მაგრამ შეუძლია ვირუსი გავრცელება. როგორც დღეისათვის ცნობილია, დაინფიცირებულ პირს, სიმპტომების გამოვლინებამდე, 48 საათით ადრე, შეუძლია ვირუსის გადადება სხვა ადამიანებისთვის.

დღევანდელი მონაცემებით, პაციენტების
18-30%-ში ინფექცია თითქმის სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, ამ დროს კი ისინი, მარტივად ხდებიან ინფექციის წყარო სხვა ადამიანებისათვის. რთული დასაჯერებელია, თუმცა
უსიმპტომო ან მსუბუქი სიმპტომების მქონე ადამიანებს შეუძლიათ 80%-ით  გაზარდონ ინფიცირებულთა რაოდენობა.

არსებობს რაიმე საშუალება უსიმპტომოდ მიმდინარე 
COVID-19-ის 
სადიაგნოსტიკოდ ?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა მხოლოდ ლაბორატორიული ტესტებითაა შესაძლებელი, მაგრამ, ტესტები იმ ადამიანთათვისაა რეკომენდებული, ვისაც სიმპტომები გამოუვლინდა და ვისაც ახლო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პირთან.

რომ შევაჯამოთ, მიუხედავად იმისა, რომ, თავს კარგად გრძნობთ, ნუ გაავრცელებთ ვირუსს!

·        დარჩით სახლში
·        დაიბანეთ ხელებ
·        დაიცავით სხვები და საკუთარი თავი

წყარო:


Comments

Popular posts from this blog

COVID-19 და რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორები

რატომ, როგორ და რით დავიბანოთ ხელები?

რამდენი ხანი ძლებს კორონავირუსი ზედაპირებზე?