სოციალური დისტანცირება მუშაობს!



მსოფლიოს მრავალი ექსპერტი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შესაჩერებლად სოციალურ დისტანცირებას უწევს რეკომენდაციას.  

-რა ვიცით ამ მეთოდის ეფექტიანობაზე?

-პირველ რიგში გეტყვით, რომ დიახ, სოციალური დისტანცირება მუშაობს
თვალსაჩინოებისთვის კი რამდენიმე მაგალითს განვიხილავთ.
1918 წელს „ესპანური გრიპის“ (H1N1) პანდემიის დროს ამერიკის შეერთებული შტატების ორ ქალაქში - ფილადელფიასა და სენტ ლუისში - სოციალური დისტანცირების ორ სხვადასხვა სტრატეგიას მიმართეს. ფილადელფიამ ინფიცირების პირველი შემთხვევის შემდეგ სოციალური დისტანცირების ზომები 16 დღეში მიიღო. სენტ ლუისში კი მხოლოდ 2 დღე დაჭირდათ იმისათვის, რომ ყველა სკოლა დაეხურათ და ნებისმიერი საჯარო შეკრება აეკრძალათ. შედეგად, როგორც გრაფიკზე ხედავთ, სენტ ლუისის სიკვდილიანობის მაჩვენებელი და დაავადებულთა პიკური რაოდენობა გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ფილადელფიაში. სოციალური დისტანცირება შედეგიანი აღმოჩნდა COVID-19 ეპიდემიის დროსაც. ჩინეთის ქალაქ ვუჰანში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ჩინეთის სხვა ქალაქებმა დაუყოვნებლივ მიიღეს სოციალური დისტანცირების მკაცრი ზომები. ეს სკოლების დახურვასაც გულისხმობდა. შედეგად ამ ქალაქებში დასნებოვნებულთა რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო.

ალბათ გაინტერესებთ, როგორ მუშაობს სოციალური დისტანცირება.

სოციალური დისტანცირება ეპიდემიის სიმძიმეს სამი გზით ამცირებს:

1)   ამცირებს გადადების სიხშირეს
შედეგად ინფიცირების შემთხვევების ჯამური რაოდენობა უფრო მცირეა.

2)   ხელს უშლის ინფიცირების შემთხვევათა ერთდროულ გამოვლენას 
ეს გვაძლევს უფრო მეტ დროს დაავადებული პაციენტების სწორი მოვლის მეთოდების შესასწავლად და ამ დაავადების სამკურნალო მედიკამენტების განსავითარებლად.

3)   ამცირებს ეპიდემიის პიკურ მაჩვენებელს
ეს ხელს უწყობს დროის ნებისმიერ მომენტში შემთხვევების ჯამური რაოდენობის შემცირებას. ეს იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ჯანდაცვის სისტემების რესურსები (მაგალითად, ჰოსპიტლებში საწოლების რაოდენობა) შეზღუდულია. მაღალი პიკის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებები გადაიტვირთება. ეს კი ინფიცირებული პაციენტებისთვის აუცილებელი მომსახურების გაწევას მეტად გაართულებს.

სოციალური დისტანცირების პრინციპის თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ვიდეოსიმულაციები.


ამრიგად, სოციალური დისტანცირების ეფექტიანობა ეჭვგარეშეა.

ახლა კი, თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, დროა კომფორტულად მოკალათდეთ, ჩართოთ საყვარელი ფილმი და დაიცვათ, როგორც საკუთარი თავი, ისე თქვენი გარშემომყოფები.



#დარჩისახლში


წყარო:


Comments

Popular posts from this blog

COVID-19 და რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორები

რატომ, როგორ და რით დავიბანოთ ხელები?

რამდენი ხანი ძლებს კორონავირუსი ზედაპირებზე?