ნუ შეიკავებ სუნთქვას!






არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვიან სხვები, ლაბორატორიული ტესტის გარდა, არ არსებობს რაიმე სხვა ტესტი, რომელიც განსაზღვრავს, ხართ თუ არა დაინფიცირებული კორონავირუსით.


მითია, როდესაც ამბობენ, რომ შენ შეგიძლია დაადგინო COVID-19-ის არსებობა, სუნთქვის ტესტის საშუალებით.


სოციალურ ქსელში არსებობს არაერთი წყარო, რომელიც ავრცელებს ინფორმაციას COVID-19-ის სკრინინგის (ინფიცირების შემოწმების) შესახებ სახლის პირობებში. მათ შორისაა მსახიობი დებრა მესინგი, რომელმაც განაცხადა, რომ უნდა შეიკავოთ სუნთქვა 10 წამის განმავლობაში და თუ ამის შემდეგ არ გექნებათ ხველა და ტკივილი მკერდის არეში, ეს მიუთითებს რომ არგაქვთ COVID-19 ანუ კორონავირუსით გამოწვეული დაავადება. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა, რიჩარდ ვატანაბიმ , ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის მცდარი და აზრს მოკლებული.


ასევე, ბეილორის სამედიცინო კოლეჯის ინფექციონისტმა, რობერტ ლეგარატმარმა, პრესასთან თქვა, რომ მსგავსი სადიაგნოსტიკო ტესტი შესაძლოა სასარგებლო იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აქვს ფილტვის რომელიმე სხვა სერიოზული დაავადება, მაგრამ ეს არ ეხება COVID-19-ს  (კორონავირუსს).


  • არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობენ. ლაბორატორიული ტესტირების გარდა, COVID-19-ის დასადგენი სხვა ტესტი არ არსებობს.
  • ნუ შეიკავებ სუნთქვას,  ეს COVID-19-ის დადგენის სანდო მეთოდი არ არის.

წყარო:




Comments

Popular posts from this blog

COVID-19 და რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორები

რატომ, როგორ და რით დავიბანოთ ხელები?

რამდენი ხანი ძლებს კორონავირუსი ზედაპირებზე?