დაწიე პიკი!

რას ნიშნავს პიკის დაწევა?

პიკის დაწევა ინფექციის გავრცელების ტემპის შემცირებას ნიშნავს.
მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სისტემის რესურსები შეზღუდულია - შეზღუდულია პაციენტის საწოლების, ხელსაწყოების, აპარატურისა და პერსონალის რაოდენობა, მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა.  
პიკის დაწევის მცდელობით ჩვენ შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ სამედიცინო დაწესებულებების გადატვირთვა. ეს გააუმჯობესებს ახალი კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირებული ადამიანების გამოჯანმრთელების შანსებს, დაგვეხმარება ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მქონე ადამიანებისთვის რესურსების შენარჩუნებაში და ასევე მოგვაგებიინებს დროს, რათა წამოგვეწიოს ეფექტური მედიკამენტი და/ან ვაქცინა.













როგორ შეგვიძლია ჩვენ, საზოგადოებამ, ხელი შევუწყოთ პიკის დაწევას?

პირველ რიგში, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, უნდა დავიცვათ, სოციალური დისტანცია:
  • შეძლებისდაგვარად იმუშავეთ სახლიდან, არ გახვიდეთ გარეთ აუცილებელი საჭიროების გარეშე! 
  • მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს! დღეისთვის საქართველოში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია.
  • სურსათის მაღაზიაში, აფთიაქში და ნებისმიერ ხალხმრავალ ადგილას დაიცავით სხვა ადამიანებთან 1-2 მეტრიანი დისტანცია!
  • განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეთ მოხუცებს და სუსტი იმუნიტეტის ან სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს. ამ ჯგუფებში მაღალია კორონავირუსის გართულებების რისკი. 

ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაამტკიცა, რომ ეს ვირუსი მართვადია.
დღეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, შეუწყოს ხელი „პიკის დაწევას“ და შეამციროს კორონავირუსის გავრცელების რისკი. 
ეს ყველაფერი დღეს მითითებებისა და რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით - სახლში დარჩენით, სოციალური დისტანცირებით, ხელების ხშირი დაბანითაა შესაძლებელი. 
დღეს COVID-19-ის დასამარცხებლად, საზოგადოების მაღალი თვითშეგნება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სამედიცინო პროფესიონალებისა და მთავრობის ძალისხმევა. დღეს ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება.

გვახსოვდეს:
  • პიკის დაწევა ნიშნავს ინფექციის გავრცელების ტემპის შემცირებას
  • ამის მისაღევად ყველაზე ეფექტური გზა სოციალური დისტანცირებაა
  • სწორი მიდგომის შემთხვევაში ვირუსი დამარცხებადია 




წყაროები:

Comments

Popular posts from this blog

COVID-19 და რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორები

რატომ, როგორ და რით დავიბანოთ ხელები?

რამდენი ხანი ძლებს კორონავირუსი ზედაპირებზე?