რა არის კორონავირუსი?




დავუბრუნდეთ საწყისებს!



რა არის კორონავირუსი და COVID-19?



კორონავირუსები მიკროორგანიზმების, კერძოდ ვირუსების ოჯახია. სხვათაშორის, ამ ვირუსის სხვა ტიპებით აქამდეც ყოფილხართ ინფიცირებული. კორონავირუსები ძირითადად უბრალო გაციებას იწვევს. გაციების გამომწვევი სხვა ვირუსებია, მაგალითად, რესპირაციულ-სინციტიურივირუსი (რსვ), ადენოვირუსი და ადამიანის მეტაპნევმოვირუსი.


კაცობრიობას ახსოვს კორონავირუსებით გამოწვეული შედარებით მძიმე დაავადებებიც, კერძოდ, მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომი (SARS) (2003 წლის ეპიდაფეთქება) და შუააღმოსავლეთის რესპირაციული სინდრომი (MERS) (2012 წლის ეპიდაფეთქება).


კორონავირუსები ზოონოზებია, რაც ნიშნავს, რომ მათი გადაცემა ცხოველიდან ადამიანზე ხდება. შემდეგ შესაძლოა ადამიანიდან ადამიანსაც გადაედოს. სწორედ ასე მოხდა SARS-ის, MERS-ისა და ახლა უკვე ახალი კორონავირუსის (COVID-19) შემთხვევაშიც. არსებობს კორონავირუსის ტიპები, რომლებიც მხოლოდ ცხოველებში ცირკულირებს.





ტერმინი COVID-19 ადამიანისთვის კორონავირუსის ახალი შტამით (ანუ, ვირუსის ერთ-ერთი ტიპით, SARS-CoV-2) გამოწვეული კორონავირუსული დაავადების (COronaVIusDisease) შემოკლებული აღნიშვნაა. აქამდე ეს შტამი ადამიანებში არ გვხვდებოდა, სწორედ ამიტომ უწოდებენ მას „ახალ კორონავირუსს“. ამ ვირუსის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას პირველად 2019 წლის 31 დეკემბერს, ჩინეთიდან-ჰუბეის პროვინციიდან, შეატყობინეს.



წყარო:
https://www.who.int/health-topics/coronavirus

Comments

Popular posts from this blog

COVID-19 და რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორები

რატომ, როგორ და რით დავიბანოთ ხელები?

რამდენი ხანი ძლებს კორონავირუსი ზედაპირებზე?