ორსულად ვარ, რამდენად ექნება გავლენა კორონავირუსს ჩემს ფეხმძიმობასა და მშობიარობაზე?



დღეისათვის არ არსებობს მტკიცებულება, რომ, ორსული ქალები ახალი კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ არიან, თუმცა, ცნობილია, ორსულებს სხვა ისეთი ვირუსებით გამოწვეული მძიმე დაავადებების რისკი აქვთ, როგორიცაა გრიპი. ამიტომ, მიიჩნევა, რომ, ისინი COVID-19-ის გართულებების საფრთხის ქვეშაც არიან. ზემოაღნიშნული მიზეზით, ინფექციისაგან თავის დასაცავად, ფეხმძიმეები განსაკუთრებით უნდა იცავდნენ მოწოდებულ რეკომენდაციებს: სოციალურ დისტანციასა და ხელის დაბანის წესებს.


რა მოხდება, თუ დავინფიცირდები?


თუ თქვენ  COVID-19-თვის დამახასიათებელი სიმპტომები აღგენიშნებათ (როგორიცაა: ცხელება, კუნთების ტკივილი, ხველა ან სუნთქვის გაძნელება) დაუკავშირდით თქვენს პირად ექიმს, რათა განისაზღვროს საჭიროა თუ არა ტესტის ჩატარება და დაიგეგმოს მკურნალობის გეგმა. დღეისათვის, COVID-19-ით დაავადებული ორსულების მოვლის კონკრეტული რეკომენდაციები არ არსებობს. დაზუსტებული არ არის, თუმცა ამჟამინდელი მტკიცებულებით, COVID- 19-ით დაავადებული ორსულის ინფექცია ნაყოფს არ გადაეცემა.


ჩინეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის 13 დადასტურებული ორსული პაციენტიდან:


·         3 - სრულად გამოჯანმრთელდა.
·         10-ს - დასჭირდა საკეისრო კვეთა.  
·         6-ს - ჰქონდა ნაადრევი მშობიარობა.


აღნიშნული კვლევის თანახმად, ორსული ქალების დაინფიცირების შემთხვევაში, გართულებების მცირე რისკი არსებობს, ამიტომ, ძალზედ მნიშვნელოვანია, მოწოდებული ზოგადი რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება.


თუ თქვენ უახლოეს მომვალში გიწევთ მშობიარობა და ხართ (ან თვლით რომ ხართ) დაავადებული COVID-19-ით, კლინიკაში მისვლამდე წინასწარ გააფრთხილეთ სამედიცინო პერსონალი, რათა მოასწრონ თქვენი შესაბამისად მომზადება. მშობიარობის შემდეგ ახალშობილი შეიძლება დროებით განაცალკევონ თქვენგან, რათა ის დაცული იყოს დაინფიცირებისგან. ნებისმიერმა პირმა, რომელიც კონტაქტში იქნება თქვენს ახალშობილთან, მათ შორის მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა, უნდა ჩაიცვან ქირურგიული ხალათი, ხელთათმანები და პირბადე. ამერიკის მეანთა და გინეკოლოგთა კოლეჯის (ACOG) და დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, სჯობს, ახალშობილი თქვენგან განცალკევებული იყოს, იზოლაციის პერიოდის დასრულებამდე.


26 მარტს გამოქვეყნდა ახალი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 6 დედას, რომლებსაც დადასტურებულად ჰქონდათ COVID-19 (დაავადება), შეეძინათ შვილები, რომელთა სისხლში და ყელის ნაცხში არ დადასტურდა SARS-CoV-19 (SARS-CoV-2) ვირუსის არსებობა, თუმცა მათ აღმოაჩნდათ ვირუსისთვის სპეციფიური ანტისხეულები. მეცნიერები ვარაუდობენ რომ ეს ანტისხეულები ახალშობილებს დედიდან გადაეცათ. საჭიროა მეტ პაციენტზე დაკვირვება, რათა ეს ვარაუდი დამტკიცდეს ან გაბათილდეს. 





Comments

Popular posts from this blog

რატომ, როგორ და რით დავიბანოთ ხელები?

გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმის გადასხმა, როგორც COVID-19-ის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი

COVID-19 და რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორები