რატომ, როგორ და რით დავიბანოთ ხელები?
ხელების დაბანა COVID-19- ისგან თავდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ა. ახალი კორონავირუსის ( SARS-CoV-2) გავრცელების ერთ-ერთი წყარო ზედაპირებია, მაგალითად, კარის სახელურები, მოაჯირები და სხვა საზიარო ნივთები. თუ ასეთი ზედაპირები ინფიცირებული ადამიანის გამოყოფილი წვეთებითაა დაბინძურებული, მათზე შეხებითა და შემდეგ ხელის თვალებთან, პირთან და ცხვირთან მიტანით ჩვენ ვირუსს ორგანიზმში მოხვედრის საშუალებას ვაძლევთ. რადგანაც ადამიანი 1 საათის განმავლობაში დაახლოებით 16-ჯერ იკიდებს სახეზე ხელს, ამ გზით ინფიცირების რისკი საკმაოდ მაღალია. აქედან გამომდინარე, დღეს, პანდემიის პირობებში, ხელების ხშირი და სწორი დაბანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია . გახსოვდეთ, ხელები უნდა დაიბანოთ: ● სახლში შემოსვლისას, დაუყოვნებლივ ● ცხვირის მოწმენდის, დაცემინებისა და დახველების შემდეგ ● გაციების ნებისმიერი სიმპტომის (ხველა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი) მქონე ადამიანთან კონტაქტის შემდეგ ● საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ ● საზოგადოებრივი ტრანსპორტით