Posts

Showing posts from March, 2020

გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმის გადასხმა, როგორც COVID-19-ის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი

Image
კორონავირუსით გამოწვეული პანდემია თანამედროვე სამყაროს უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა . მეცნიერები და ექიმები ძალ - ღონეს  არ  იშურებენ , რათა მის დასამარცხებლად ეფექტიანი სტრატეგია შეიმუშავონ . აქედან ერთ - ერთი მიდგომა დაავადებულთათვის ინფექციისგან უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმის გადასხმაა . 27 მარტს ჟურნალში JAMA Network გამოქვეყნდა სტატია , რომელშიც განხილულია ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) ინფიცირებული პაციენტებისთვის გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმის გადასხმის ეფექტიანობა .  კვლევა შენჟენში ( ჩინეთი ), 2020 წლის 20 იანვრიდან 25 მარტამდე   გრძელდებოდა . დაკვირვება მხოლოდ 5 კრიტიკულად მძიმე პაციენტზე მიმდინარეობდა .  საიდან გაჩნდა პლაზმის გამოყენების იდეა ? საქმე ისაა , რომ გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმა შეიცავს SARS-CoV-2- ის წინააღმდეგ წარმოქმნილ სპეციფიკურ ანტისხეულებს ( იმუნოგლობულინი G - IgG). ზოგადად , იმუნოგლობულინებით მკურნალობის მეთოდი ახალი არ არის და ემყარება